|
2016-09-07 12:17:59, 647 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც ესწრებოდა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მიმიღეთ როგორც თქვენი თანასოფლელი, რომელსაც თქვენსავით აინტერესებს შემოქმედის მომავალი განვითარება. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ პროექტებს,რომელიც საზოგადოებას სიკეთეს მოუტანს. ჩვენ გავიმარჯვებთ არამხოლოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრის შემდეგაც ყოველდღიურად, როცა ჩვენი საქმე შედეგს გამოიღებს“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ შემოქმედის მოსახლეობას. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სოფელ შემოქმედში ანდრო ვაშალომიძის და მალხაზ კუჭუხიძის ოჯახებს ესტუმრნენ. ანდრო ვაშალომიძემ გურიაში ძველთაგან გავრცელებული ვაზის ჯიშები - ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, ბადაგი, ხსილათუბანი, ჭუმუტა, კამური, საკმიელა, ათინაური და სხვა მაღალხარისხიანი ვაზის ჯიშები მოიძია, აღადგინა და საკოლექციო მეურნეობა გააშენა. მალხაზ კუჭუხიძის ოჯახში კი მათივე დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტები დაათვალიერეს. მალხაზ კუჭუხიძე, თავის ვაჟთან, გიორგისთან ერთად პავლონიისა და თუთის ხეებს ჟღერადობას საჭრეთელით აძლევს. ფანდური, ჩონგური, ბანი-ფანდური, დოლი, სალამური - ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთაც კუჭუხიძები საკუთარ სახელოსნოში ამზადებენ. “თქვენ ინახავთ გურიის ლეგენდებს, გურულ ტრადიციულ ხმას და ვაზის ჯიშებს. ყოველთვის ვიამაყებ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვიყავი“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)