17:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 09:34:09, 672 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გზავნილია

ეს ვიზიტი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნის  მხარდაჭერისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის რიგით მეოთხე ვიზიტს საქართველოში.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა და მას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

„დღეს იწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი იენს სტონტელბერგი. ეს ვიზიტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და განვითრების კუთხით. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით და რა თქმა უნდა საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების კუთხითაც. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის განხორციელების იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება  ორმხრივი შეხვედრა ნატო–ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხვა წევრებთან.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრები 35 საკითხს განიხილავენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics