|
2016-09-07 01:14:51, 1107 ნახვა
პოლიტიკა
"მრეწველებმა" საარჩევნო პროგრამა წარადგინეს
პარტიამ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" საარჩევნო პროგრამა წარადგინა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, "მრეწველების" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტები ადგილობრივი წარმოების და ეკონომიკის განვითარებაა. მათივე ინფორმაციით, "მრეწველების" საარჩევნო პროგრამაში ისეთი საკითხებია წამოწეული წინ, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის უსაფრთხოება, საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალური დაცვა, სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის სრულყოფა, ჯანდაცვა, განათლება და ეროვნული ღირებულებები. როგორც პარტიაში აცხადებენ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძლიერი, სტაბილური და განვითარებული ეკონომიკის არსებობა, რაც ადგილობრივი წარმოების განვიტარების გარეშე წარმოუდგენელია. ასევე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის საშინაო პოლიტიკას უნდა ეფუძნებოდეს, რაც სახელმწიფო ხედვას და არჩევანს გულისხმობს. "მრეწველების" თქმის, ქვეყნის წარმატებული საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის მოსახლეობისთვის ადეკვატური პენსიის დარიგება და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. პარტიის წევრის და ქარელის რაიონის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატის თამილა შაბაშვილის განცხადებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება წარმატების ერთ-ერთი კომპონენტია. "წარმოვადგინეთ "მრეწველების" საარჩევნო პროგრამა, სადაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტები გახდა ადგილობრივი წარმოების განვითარება, რის შედეგადაც ვიღებთ საშუალო ფენას. ადგილობრივი წარმოების განვითარება ჩვენი კონცეფციით, ეს არ არის პროტექციონისტული მიდგომა არამედ სწორედ ის შემაფერხებელი გარემოებების განსაზღვრა და სტიმულირებაა, რაც უკვე პუნქტობრივად განსაზღვრულია, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ამისათვის", - აღნიშნა პარტიის წევრმა. "მრეწველების" თქმით, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა, პარტიის ხედვის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. (NS)
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)