16:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 12:08:18, 712 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებზე უნდა იმსჯელონ, ამ დრომდე არ დაწყებულა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც 11:00 საათზე იყო ჩანიშნული ამ დრომდე არ დაწყებულა.

სხდომაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე უნდა იმსჯელონ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, დეპუტატებს ჯერ კიდევ ელოდებიან.

„ჯერ კიდევ ველოდები დეპუტატების მოსვლას. გვაქვს ინფორმაცია, რომ კვორუმი შედგება.  „კონსერვატორებიდან“ უნდა მოვიდნენ, „ოცნებიდან“ 2 დეპუტატია მოსული, ადილზე ჩვენი პარტიის 3 წევრია, „მრეწველების“ 1 წარმომადგენელია.  „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მოსულან. კვორუმის შესასვებად 1 ადამიანი გვაკლია. იმ შემთხვევაში თუ სხდომა არ შედგა, ეს არის საკუთარი მოვალეობისადმი უპასუისმგებლო მიდგომა“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე უნდა იმსჯელოს.

იურიდიულ საკითხთა კომოტეტი ნონა თოდუას, თამარ ლალიაშვილს და ლევან ბოძაშვილის მოუსმენს. სხდომა 11:00 საათზე იყო ჩანიშნული. თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო ის ჯერაც არ დაწყებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics