15:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 14:08:45, 775 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობას შეხვდნენ

,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების-განჯალა,უზუნთალა, ყარაჯალა, მაწიმი და ქალაქ ლაგოდეხში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატმა მათთან შეხვედრისას ბოსტნეული კულტურის  ექსპორტისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.

 მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ბიზნესმენებთან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის საკითხებზე, რაც ადგილობრივებს მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას მოუტანს.

ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი.

ამჯერად იგი კისისხევის N21 და N53 საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

 ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ პროექტებზე, პროფესიულ განათლებასა და სხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

 "სულ მალე თქვენ შეგეძლებათ ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა სახელმწიფოს თანადაფინანსებით და შეღავათიან ფასად. წელსვე დაიწყება შხამქიმიკატების ხარისხის მონიტორინგიც, ყოველივე კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს სოფლის მეურნეობისგან თქვენთვის მიღებულ სარგებელს ",- განახაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics