14:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 12:39:22, 690 ნახვა

პოლიტიკა
ლილუაშვილი: მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ისეთი საყოფაცხოვრებო პირობები, რომ ქალაქსა და სოფელში პრობლემები მინიმუმამდე დავიდეს

„მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ისეთი საყოფაცხოვრებო პირობები, რომ ქალაქსა და  სოფელში  პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“,-ეს  განცხადება  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის  გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.  

მშვიდობისა და რუსთაველის ქუჩის  მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე,  გრიგოლ ლილუაშვილმა ქართული ოცნების მხრიდან  ოთხი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების გარდა, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ   მოსახლეობაზეა ორიენტირებული.

„ქართული ოცნების მხრიდან ოთხი წლის მანძილზე შემუშავებულმა და განხორციელებულმა პროექტებმა მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმგჯობესა. ბევრ სოფელსა და ქალაქში მოწესრიგდა გზის, წყლისა და გაზიფიცირების საკითხები, გაუმჯობესდა ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები, თუმცა  ეს ყველაფერი არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოსახლეობის ყოფითი პრობლემები გაუმჯობესდეს და არსებული პრობლემები ქალაქსა და სოფელში მინიმუმამდე შევამციროთ“–განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთაველისა და  მშვიდობის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics