14:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 12:04:51, 797 ნახვა

პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას წლის ბოლოსათვის იმედოვნებს

ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა წლის ბლოსათვის მიიღებენ.  ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ბრატისლავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულისებში რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მკაფიოდ მიანიშნებენ, ხოლო ბევრ ქვეყანას აქვს მკაფიო მოლოდინი, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება უნდა მიენიჭოთ.

უვიზო მიმოსვლისათვის მწვანე შუქის ანთებას ორივე ორგანოს, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობა სჭირდება. ეს კი, როგორც წყაროებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, უკრაინისა და საქართველოსათვის ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას გვიან ზამთარში შეძლებენ. ადრეულ ზაფხულში საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზების მინიჭებას ხელი შეუშალა გერმანიამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შეშფოთებული იყო მის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშულთა რაოდენობის ზრდით. იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევებში ყოველგვარი შეშფოთება შეიძლება მოიხსნას ევროკავშირის მიერ შემუშავებული „ვიზების შეჩერების მექანიზმით“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics