14:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 19:42:00, 812 ნახვა

პოლიტიკა
„იმ დროს, როდესაც დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირებს ეშინოდათ ხმის ამოღება, ანა დოლიძის ხმა საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა“

იმ დროს, როდესაც დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირებს ეშინოდათ ხმის ამოღება, ანა დოლიძის ხმა საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ანა დოლიძესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ შეფასებას.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, დოლიძე არის უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი და მას საკმაოდ შტამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს.

„ანა დოლიძე არის უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი და მას აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით. იმ დროს, როდესაც დღევანდელი მაღალი თანამდებობების პირებს ეშინოდათ ხმის ამოღება, ანა დოლიძის ხმა საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა. შესაბამისად, მე ყველას გავუმეორებ ანა დოლიძის მოწოდებას, რომ სჯობს დეპუტატებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული პირდაპირი მოვალეობები“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს.

დოლიძის აღნიშნულ შეფასებას მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ანა დოლიძე თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს და ასეთი განცხადება მის თანამდებობას არ შეესაბამება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics