13:01 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 11:23:16, 958 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ჩემს საარჩევნო შტაბზე თავდასხმა, ხელისუფლების ხელწერაა

გუშნ გვიან ღამით, აბაშიძის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისზე თავდასხმა მოხდა. კერძოდ, უცნობმა პირებმა ოფისის მინები ჩაამსხვრიეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ელენე ხოშტარიამ განუცხადა, თთავდასხმას მმართველი გუნდის ხელწერას ემთხვევა და მსგავსი ფაქტები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.

„აბაშიძის ქუჩაზე, ჩემი საარჩევნო შტაბის ოფისზე, გუშინ გვიან ღამით თავდასხმა მოხდა. ცხადია, ეს არის ხელისუფლების ხელწერა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციურ პარტიას თავს ესხმიან. სამწუხაროა, რომ 4 წლის განმავლობაში ძალადობრივი მეთოდების გარდა, ამ ხელისუფლების ვერაფერი ისწავლა. თუმცა, ეს მათ სისუსტეზე მკაფიოდ მიანიშნებს - მმართველ გუნდს უჭირს კონკურენციაში შემოსვლა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ხელისუფლებას უჭირს, რომ ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე და სხვადასხვა საკითხებზე გვეკამათონ. მმართველი გუნდი ვერ ხვდება, რომ ეს პროცესები ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ, მსგავსი ტიპის პოლიტიკური ქმედებები და ასეთი ტიპის მთავრობა წარსულს ჩაბარდება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

„ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქმე 187-ე მულის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„ადგილზე იმყოფებიან სამაართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics