|
2016-09-01 14:37:06, 628 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილის მხრიდან მიუკერძოებელ სასამართლოზე საუბარი არარეალურია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური სასამართლო ხელისუფლების შესახებ ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ წიკლაურმა განუცხადა, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, პირადად, ივანიშვილის პატიმრები არიან და ამას ყოფილი პრემიერის გარდა, მთელი მსოფლიო აღიარებს. „არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ვთვლით, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი დამოკიდებულება ევროპულ სასამართლოსაც აქვს და ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული. გიგი უგულავასთან, ბაჩო ახალაიასთან და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ამერიკისა და სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. საუბარი იმაზე, რომ მთელ მსოფლიოს სურს ეს ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად გამოიყვანონ, ამას არავინ დაიჯერებს. რეალობა არის ასეთი, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან და ბიძინა ივანიშვილის გარდა, ამას მთელი მსოფლიო ეთანხმება. ჩვენ ყველამ ვნახეთ „რუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებული მოსამართლეები და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებია. საუბარი სასამართლოს მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია. ივანიშვილის სიტყვები, რომ სასამართლო ძველი მმართველობისგან გათავისუფლდა მიუთითებს, რომ ივანიშვილის სურვილი იყო არა თავისუფალი სასამართლო, არამედ მის მითითებებს დაქვემდებარული მესამე ხელისუფლების ყოფნა. ცხადად ვხედავთ, რომ ეს სწორედ ასეც არის“, - განაცხადა წიკლაურმა. შეგახსენებთ, რომ GDS-ის ახალ გადაცემაში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)