|
2016-09-01 13:00:31, 1389 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: უფრო მეტ რჩევებს სააკაშვილს ვაძლევდი, ვიდრე დღეს ამას კვირიკაშვილი საჭიროებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რჩევებს იმაზე ხშირად აძლევდა, ვიდრე-გიორგი კვირიკაშვილს. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და აჭარის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს. ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს რჩევის მიცემა არ სჭირდება: "რჩევებს უფრო მეტს სააკაშვილს ვაძლევდი, ვიდრე დღეს ამას კვირიკაშვილი საჭიროებს. კვირიკაშვილი ამას არ იმსახურებს, სააკაშვილი დროებით ცხოვრობს, არათუ კანონებს უსმენს, მაგრამ "ქართული ოცნება" არ არის ჩემთვის დოგმა და რაღაც პარტია, რომელზეც ვოცნებობ და მხოლოდ მას ვუყურებ მუხლებში.ის საუბედუროდ, არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყნის ამ სტანდარტებით მართვა და ამიტომაც ვუჭერ მხარს. თუ "ქართული ოცნება", ისევე როგორც სააკაშვილი თავის დროზე ბევრ რაღაცებში მადლობას მიხდიდა და ვეუბნებოდი- მადლობას ნუ მიხდი, ამას საშენოდ არ ვაკეთებ, სანამ შენ შენი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი, პოზიტიურად მიგყავს ქვეყანა, მხარში დაგიდგები, ამ სტანდარტებს არ დაიცავს, მისი პირველი მტერი მე ვიქნები",-აღნიშნა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)