11:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 15:45:11, 586 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არც ტრანსადრიატიკულ და არც ტრანსანატოლიურ გაზსადენს არაფერი ემუქრება

არც ტრანსადრიატიკულ დ არც ტრანსანატოლიურ გაზსადენს არაფერი არ ემუქრება, რადგან კონტრაქტები უკვე ყველაფერზეა გაფორმებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, სხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი დალაგებულია და ამ სურათს არაფერი შეცვლის. 

„უკვე ყველაფერი დაკონტრაქტებულია, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობა,  ისე გასატარებელი გაზის მოცულობა, მოპოვებიდან დაწყებული, რეალიზაციით დამთავრებული. ყველაფერი დალაგებულია. ამიტომ, ამ სურთს ვერაფერი ვერ შეცვლის“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის შემაერთებელი გაზსადენის საკითხს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გარკვეული არ არის.

"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცი-პრემიერი კახი კალაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics