10:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 14:56:56, 925 ნახვა

პოლიტიკა
კვარაცხელია: ამ უსინდისო გადაწყვეტილებას უპასუხებს გორის მოსახლეობა, რომელსაც ჩემთან ერთად გააწნეს სილა

ვალერი კვარაცხელია  მისი პარტიის  „კვარაცხელია-სოციალისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტს ეხმაურება.

როგორც კვარაცხელიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო.

ვალერი კვარაცხელია ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს, პირიქით, ამბობს, რომ ყველაფერი ახლა იწყება. კვარაცხელია გორში კენჭს მაინც იყრის და დარწმუნებულია, რომ "ამ უსამართლო გადაწყვეტილებას გორის მოსახლეობა პასუხს გასცემს":

"ეს არ არის ცესკო-ს გადაწყვეტილება, ცესკო-მ სხვა  გადაწყვეტილება მიიღო. ცესკო-მ  დაარეგისტრირა პარტია "ნეიტრალური საქართველო", მაგრამ დაავალეს შემდეგ, შეეცვალათ ეს გადაწყვეტილება. ეს არის აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს არის ამერიკული დემოკრატიის მიერ, ქართველი ხალხის იმ ნაწილისათვის, რომელსაც უნდა რუსეთთან  მეგობრობა, პარტნიორობა, კეთილმეზობლობა, სახეში შეფურთხება, სილის გაწნა და ა.შ.  ვფიქრობ,  ამით ბრძოლა არ დამთავრებულა, ბრძოლა იწყება. ვერაფერი შემაჩერებს, გამოვხატავდე იმ აზრს, რომელიც  ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას აქვს. ვერაფერი შემაჩერებს, გარდა სიკვდილისა და შესაძლებელია, სიკვდილმაც კი ვერ შემაჩეროს. ასე რომ, არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი იწყება. ამ უსინდისო გადაწყვეტილებას პასუხს გასცემს გორის მოსახლეობა, მოსახლეობა, რომელსაც ჩემთან ერთად გააწნეს სილა. გორში მაინც ვიყრი კენჭს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გორის მოსახლეობა",-აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics