|
2016-08-31 14:28:01, 653 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე არც ერთ ენერგეტიკულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე არც ერთ ენერგეტიკულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ კახი კალაძემ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეიძლება შეფერხდეს რომელიმე პროექტი, რუსეთ-ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული თანამშრომლობის გამო, კალაძემ აღნიშნა, რომ არანაირი საფრტხე ამ პროექტს არ ემუქრება. „საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგადად ამ პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გეგმისა და გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. 2018-2019 წლიდან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები ამ პროექტიდან“, - განაცხადა კახი კალაძემ. კახი კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას. „ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ხაზი გაესვა ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ჩვენს მეგობრულ, სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც წლებია, არსებობს ქვეყნებს შორის. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და მეგობრული გახდება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)