10:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 14:17:16, 642 ნახვა

პოლიტიკა
ალიევი: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები დამყარებულია ისტორიაზე და ძმობაზე

ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც პირისპირ შეხვედრაზე, "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურ დიალოგს ყველა მიმართულებით აწარმოებენ, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროშიც. 

"ჩვენი ურთიერთობები დამყარებულია ისტორიაზე, ძმობაზე, კეთილმეზობლობაზე. დღეს ჩვენ ყველა მიმართულებით ვაწარმოებთ აქტიურ დიალოგს - პოლიტიკურ, ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში. ეს პროექტები წარმატებით ხორციელდება, სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი გააღრმავებს ჩვენს კავშირებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გაერთიანებული ვართ ისტორიით, გეოგრაფიით, ინტერესების თანხვედრით. ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

"ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას, რომლებიც ჭეშმარიტად სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, რეგიონალური, გლობალური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სამომავლოდ, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics