|
2016-08-31 09:02:30, 575 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან, როგორც პირისპირ, ისე - გაფართოებულ ფორმატში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავსა და მარადიული ცეცხლის მემორიალს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)