|
2016-08-30 23:10:14, 933 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: პუტინი არ არის საქართველოს მტერი
"პუტინი არ არის საქართველოს მტერი" - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. „პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები არ არიანა. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელწმიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, რომ მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავიქციოთ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს სწორი განმარტება არ არის. „არ დავუძახებ რუსეთს ოკუპანტს რადგან მიმაჩნია, რომ არასწორი განმარტებაა. ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც რუსეთი ძალების გაყვანაზე ვსაუბრობთ და დანარჩენები საუბრობენ სხვა ჯარების შემოყვანაზე საუბრობენ,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)