|
2016-08-30 18:51:29, 570 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში გურამ მაჭარაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფლების- ბოლოკიანის, კართუბანის,თელას, პატარა გორის,ბაისუბნისა და ფონას მოსახლეობას შეხვდა. გურამ მაჭარაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოინიშნა და მათ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ესაუბრა. „მნიშვნელოვანია, პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ იწყებოდეს. სწორედ მათთან ერთად უნდა განისაზღვროს ის პრიორიტეტული საკითხები, რომელიც ამა თუ იმ სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს.მე მოვისმინე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინადადებები და ინიციატივები, რომელიც ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. 8 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ეტაპობრივად შევუდგებით სოფლად არსებული ბარიერების დაძლევას",-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)