09:21 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 21:47:39, 733 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: შავის და თეთრის გარჩევის პრობლემა დღესაც დგას, თორემ ნაცმოძრაობას ის 2-3 მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს

"შავის და თეთრის გარჩევის პრობლემა დღესაც დგას, თორემ ნაცმოძრაობას ის 2-3 მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს" - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

“წლები გადის და რაღაც იჩრდილება. ჩვენ კი, ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და ამაზე შვილებს ვესაუბრებოდეთ. ამ კადრებს მომავალ თაობას უნდა ვაჩვენებდეთ, რადგან ეს ძალადობა და ბოროტება, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება 10 წლის მანძილჩე სჩადიოდა, აღარასოდეს განმეორდეს.  გოგა ხაინდრავას ფილმი ძალიან სერიოზული ფილმია, რომელშიც ნაჩვენებია ის რეალობა, რა ტრაგედიაშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა”, - განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით,  საზოგადოება თეთრს შავისგან ვერ არჩევს ხოლმე.

“ჩვენი საზოგადოება თეთრს შავისგან ვერ არჩევს ხოლმე. ეს მოხდა ვარდების რევოლუციის დროს, როცა ჰუმანიზმისა და მაღალი იდეალების  სახელით, ხელისუფლებაში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ჯგუფი მოვიდა, რომლებმაც ფსიქიკური ტრავმები ბავშვობაში მიიღეს და შემდეგ, ეს გაბოროტება საზოგადოებაზე გადმოანთხიეს. ამიტომ, ჩვენ პოლიტიკოსების ბავშვობის და სტუდენტობის წლებიც უნდა ვიცოდეთ, ვიცნობდეთ მათ ფსიქიკას; ვიცოდეთ, ვინ გაიზარდა ლაღად, ვინ იყო დატერორებული და დაკომპლექსებული”,- განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას” ის ორი-სამი მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს, რომელიც ჰყავს.  

“შავის და თეთრის გარჩევის პრობლემა დღესაც დგას, თორემ ნაცმოძრაობას ის 2-3 მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს, რომელიც ჰყავს. სანდრა რულოვსის განცხადება ცინიკურია. ეს არის პირდაპირი აღიარება იმ დანაშაულებისა, რასაც მისი მეუღლე წლების განმავლობაში ჩადიოდა. ამ ქვეყანას ძლიერი ხელი, ძალადობა და ტერორი კი არ სჭირდება, არამედ - ქართველი ერის მოყვარული ხელისუფლება, რომელიც დუბინკებს და როზგებს არასოდეს დაუშვებს. თუ ვინმეს სჯერა, რომ სანდრა რულოვსი და მისი მეუღლე ამ ქვეყანას გაახარებს, მისი საქმე ცუდადაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის არჩევანი “ნაციონალური მოძრაობა” და ტერორი არ არის”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics