|
2016-08-29 20:01:57, 703 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციასშეხვდა. საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო. მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში სტუმრობისა და იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარების გაცნობისთვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანისუფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურრეფორმებს, ასევე, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყნის სწრაფი განვითარებაა. „დელეგაციას ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ შევეხეთ, ჩემი აზრით, აშშ-სა და საქართველოს მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს - რეგიონული სტაბილურობის ჩათვლით. პრემიერმა მიმოიხილა ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც ეს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის ინფრასტრუქურის გაუმჯობესების, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების კუთხით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა დუნკან ჰანტერმა. საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომდემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. გიორგი კვირიკაშვილისგანცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება არჩევნებზე რაც შეიძლება მეტიდამკვირვებლის ჩამოსვლას, მათ შორის აშშ-ის კონგრესიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)