|
2016-08-29 17:01:54, 667 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს
თბილისში აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტის დროს გამართული შეხვედრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)