13:19 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 17:33:59, 2004 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ის წევრები მანბიჯიდან გაქცევის დროს მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, სირიის ქალაქ მანბიჯიდან გაქცევის დროს მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ფოტოსურათები გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ ისლამისტების ავტომობილებში უამრავი სამოქალაქო პირი იმყოფება.

მედიის ცნობით, ასობით ავტომობილისგან შემდგარი ავტოკოლონა სავარაუდოდ, თურქეთის საზღვრისკენ მიემართებოდა.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ქალაქი მანბიჯი, რომელიც თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, „ისლამური სახელმწიფოსგან“ მიმდინარე თვეს გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics