|
2016-08-11 12:21:55, 1073 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა მოსამართლეებს მოუწოდა, პოლიტიკოსებთან საჯარო დისკუსიებისგან თავი შეიკავონ. „მინდა, გამოვეხმაურო იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მედიაში, რომელშიც ჩართული არიან მოსამართლეები და პოლიტიკოსები, პროცესს, რომელიც სამწუხაროდ აზიანებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ინსტიტუტს. მინდა, მოვუწოდო მოსამართლეებს, რომ შეეცადონ, თავი შეიკავონ საჯარო დუსკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან პოლიტიკოსებსაც მიმართა და სთხოვა, „სხვა თემებზე გადართვა მოახერხონ“. „მინდა, ვთხოვო პოლიტიკოსებს, იქნებ მოხდეს სხვა თემებზე გადართვა. იმედი მაქვს მოსამართლეები და პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პილიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, არსებობს რაღაცები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)