|
2016-08-11 11:53:05, 777 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთლის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს
გიგი წერეთლის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს კახეთში, დედოფლისწყაროში, გუშინ ღამით „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაცია " ექსპრესნიუსს" პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა მიაწოდა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზული რეაგირება ექნებათ, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. "ძალიან სამწუხაროა, თუ სახელისუფლებო პარტია ამგვარ მოქმედებებს ახირციელებს. ეს ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს და მიანიშნებს იმაზე, რომ ვინც ამას აკეთებს, მას ეშინია არჩევნების წაგების და გადადის ძალადობაზე", - განუცხადა „ექსპრესნიუსს" გიგი წერეთელმა. „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ფანჯრების ჩამტვრევის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)