|
2016-08-10 16:31:35, 823 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, ბესელიასა და ფოფხაძის პოზიციას ეთანხმება
„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, ეკა ბესელიასა და და გედევან ფოფხაძის საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსისადმი მიმართვას გამოეხმაურა. ინაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში ბესელიასა და ფოფხაძის პოზიციას იზიარებს, რადგან რეალობა სწორედ ასეთია. კერძოდ, ინაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილ მთელი ათი წლის განმავლობაში, სააკავშილის რეჟიმის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო და დღესაც მის ინტერესებს ემსახურება: "ბესელიასა და ფოფხაძეს მისი პოზიცია აქვს ცხადია, მაგრამ ჩემი პოზიცია მათ პოზიციასთან კიარ არის კავშირში, კავშირშია რეალობასთან და ეს რეალობა არის ასეთი-საკონსტიტუციო სასამართლოს სათავეში უდგას გიორგი პაპუაშვილი, რომელიც მთელი ათი წლის მანძილზე იყო სააკავშილის რეჟიმის ერთ-ერთი ფუნდამენტი, დასაყრდენი და დღესაც ის ემსახურება სააკაშვილის ინტერესებს. თუ ადამიანს აქვს ჭკუა, გონი და სიბრძნე, ის თავისუფლად დაინახავს ამას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადგილი ჰქონდა საბოტაჟს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში მსგავსი ტიპის მოვლენები, რომ საქმეები თავს იყრიდეს მხოლოდ ერთი და იგივე მოსამართლეების ხელში, არ ხდება, თუ ის სასამართლო არის თავისუფალი. სამწუხაროდ, ჩვენ გვაჩვენა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ ეს საქმეები თავს იყრის მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ხელში და კვალი მიდის სააკაშვილამდე, რომელსაც აწყობს ქვეყანაში საბოტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში, წვრილი-წვრილი პროვოკაციები, წინასაარჩევნო პროცესშიც დაძაბულობის მუხტის გაღვივება, რადგან აღარ არის ის ძველი დრო, აღარ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" ის რეიტინგი, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში მანიპულირებდნენ. ერთადერთი გამოსავალი მათთვის არის ის, რომ მოაწყონ ქაოსი და დესტაბილიზაცია. ვეთანხმები ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს იმიტომ, რომ რეალობა ასე არის. იმას ვამბობ, რასაც მე ვხედავ.საკონსტიტუციო სასამართლო ვიღაცის ხელში ინსტრუმენტია და ეს ვიღაცა სააკაშვილია",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)