|
2016-08-10 15:42:16, 955 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი" რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ქორწინებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებაზე პრეზიდენტის უარს უარყოფითად აფასებს. პარტიის თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიო ჩანაწრი უნდა არსებობდეს იმის თაობაზე, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობლიობაა: "რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარს უარყოფითად ვაფასებ. ვთვლი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიო ჩანაწრი უნდა არსებობდეს იმის თაობაზე, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და მანდილოსნის ერთობლიობა. ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს აქვს თავისი კულტურა, თავისი მენტალობა, ზნე-ჩვეულებანი და ყველა ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობისა და ზნე-ჩვეულებების მიმართულებით.ქართული ზნეობა ასეთია და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს დაფიქსირდება კონსტიტუციაში. თავად ვიყავით ამ ინიციატივის არაერთგზის ლობისტები, რეფერენდუმის გამოცხადების გარეშეც უამრავჯერ ხელმოწერები შეგვიგროვებია ამ მოთხოვნით და მიგვაჩნია, რომ ეს არის კარგი საქმე. თუ ჩვენ აღმოვჩნდებით პარლამენტში, აუცილებლად ამ საქმეს წავწევთ წინ",-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა არ გაიზიარა და რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)