13:04 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 10:45:14, 1729 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა

გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, შემთხვევა ბავარიის ფედერაციულ მხარეში მდებარე ქალაქ ანსბახში მოხდა.

BBC-ის ცნობით, 27 წლის სირიელმა მიგრანტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების უფლება არ მისცეს, რომელიც ქალაქში, ღია ცის ქვეშ იმართებოდა.

სირიელმა მიგრანტმა თავი სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად აიფეთქა, სადაც ფესტივალი ტარდებოდა.

მედია საშუალების ინფორმაციით, 12 ადამიანი დაშავდა, აქედან 3 კრიტიკულ მდგომარეობაში. აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 2 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ეს ბავარიაში ერთ კვირაში მომხდარი თავდასხმის მესამე შემთხვევაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics