15:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 14:06:31, 625 ნახვა

საზოგადოება
№196 საბავშვო ბაღს აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები უტარდება

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის IV მ/რ-ში მდებარე №196 ბაღის ავარიულ ფლიგელს აღდგენა გამაგრება-რეკონსტრუქცია უტარდება. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გარდა ავარიული ფლიგელის გამაგრების სამუშაოებისა, დაგეგმილია შიდა სივრცის მოწყობა, ასევე, მთელი ბაღის შენობის გარე ფასადის გარემონტება.  სამუშაოების დასრულების შემდეგ 16 ჯგუფიან ბაღს კიდევ 4 ახალი ჯგუფი დაემატება.

196-ე ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება  464 000 ლარს შეადგენს. 

აღდგენითი სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ - #143 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics