15:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 18:16:19, 633 ნახვა

საზოგადოება
EMC-TDI: ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიას 353,000 ლარი გამოუყო, თუმცა, დაფინანსების მიზნობრიობა გაურკვეველია

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" [EMC-ის და TDI] კვლევის თანახმად, 2014 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას 353,000 ლარი გამოუყო, თუმცა, დაფინანსების მიზნობრიობა გაურკვეველია.

კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ "სუბსიდიის" და "ფინანსური დახმარების" სახით ეპარქიებისთვის გაცემული თანხის 44 % (1,309,481 ლარი) უცნობია, კონკრეტულად რა მიზნებისთვის იხარჯება.

ცნობისთვის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics