15:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 18:01:29, 741 ნახვა

საზოგადოება
EMC-TDI: მართლმადიდებლური ეკლესია მიღებული მილიონებიდან ქველმოქმედებაზე 1%-ს ხარჯავს, ხელფასებზე 60%-ს

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" [EMC-ის და TDI] კვლევის თანახმად 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემული თანხებიდან სოციალურ მომსახურებაზე 1%-ზე ნაკლები დაიხარჯა.

კვლევის თანახმად, 2014 წელს ქველმოქმედებაზე თანხების 0.6 %, ხოლო 2015 წელს - 0.17 % დაიხარჯა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პროცენტულად მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისთვის გადაცემული სახსრებიდან ყველაზე დიდი თანხა ეკლესიების მშენებლობა/რესტავრაციას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდა.

კვლევის თანახმად, 2014-2015 წლებში საქართველოს საპატრიარქოსა და მისი იურიდიული პირებისთვის გადაცემული 25.6 მილიონიდან 60 პროცენტზე მეტი, 15.5 მილიონი ლარი, თანამშრომელთა ხელფასებში, პრემიებში, დანამატებსა და ჰონორარებში დაიხარჯა.

ცნობისთვის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics