13:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 16:37:21, 622 ნახვა

საზოგადოება
EBRD-ის მხარდაჭერით მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება გრძელდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის" დაფინანსების ხელშეკრულებებს.
 
პროექტის განსახორციელებლად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 10 მლნ ევრო სესხის  ასევე, 2 მლნ ევრო გრანტის სახით. პროექტის მიზანია, მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენას.
 
პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან:

მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და ტექნიკის შეძენა;
ტექნიკური დახმარება მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების  სანიტარული დამუშავების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.   
 
პროექტი ხელს შეუწყობს:

რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას;
ეკოლოგიური, სოციალური, ასევე ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას;
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნას;
აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.  
 
დღესვე გაფორმდა საპროექტო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.
 
მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანები და კონტეინერები განკუთვნილია 64 მუნიციპალიტეტისთვის.  

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics