13:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:12:36, 615 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა

დევნილთა და განსახლების სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომას მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და გოგი ფაცაცია დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, სხდომაზე ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხი განიხილეს.

2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“.

პროექტის ფარგლებში,  მიმდინარე წელს  2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო.  ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით, საკუთრების მფლობელი უკვე 285 ეკომიგრანტი ოჯახი გახდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში,  მთავრობას სხდომაზე კიდევ 100  ეკომიგრანტი ოჯახისათვის სახლების დაკანონების საკითხი განიხილება. წლის ბოლომდე კი საკუთრების მფლობელი 1000-მდე ოჯახი გახდება.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics