12:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 13:41:52, 545 ნახვა

საზოგადოება
საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების პატრონაჟის შესახებ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოციალური სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ალექსი ხოროშვილმა, დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
 
მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორმოცდაათი  მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
 
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები კი თბილისსა და რუსთავში ფუნქციონირებს,სადაც ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 60-მდე ბავშვი იღებს. ბავშვები  საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.
 
„მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკთან მორიგი ნაყოფიერი თანამშრომლობით შევძელით 50 მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ამ ცენტრების ბენეფიციარების სხვა პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს გაწეული პატრონაჟისთვის" - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ.
 
„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი მუდამ ცდილობს იზრუნოს დაუცველ ბენეფიციარებზე. მოხარული ვარ, რომ გავზარდეთ ქველმოქმედების სპექტრი და უკვე ორმოცდაათი მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფართა თავშესაფრის დახმარებას შევძლებთ." - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.
 
 
 
 
 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics