|
2026-04-28 11:23:44, 221 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, იდეების და მიზნების, რომელიც შენს მომავალს ქმნის. სწორედ ამ რწმენას ეფუძნება თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა - თიბისი კამპუსი. თიბისი კამპუსი, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და განივითარონ ის უნარები, რომლებიც თანამედროვე დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. წელს, თიბისი კამპუსი, ახალი ფორმატით დაბრუნდა და 18-24 წლის ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. ბიზნეს მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ, სრულიად უფასოდ შეუძლიათ თანამედროვე პროფესიების შესწავლა და საკუთარი პროფესიული პორტფოლიოს შექმნა. ბიზნესის მოდულში სტუდენტებს ორი კურსი დახვდებათ: „მეწარმეობა და ბიზნეს დაგეგმარება“ და „საინვესტიციო ფინანსები“. კურსებს სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღონ და საინვესტიციო ფინანსების მიმართულებითაც გადადგან პირველი ნაბიჯები. თიბისი კამპუსის ბიზნესის მოდული განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი იდეების ბიზნესად ქცევაზე ფიქრობს და სურს მეწარმეობისა თუ ფინანსების მიმართულებით პირველი პრაქტიკული ცოდნა მიიღოს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მეწარმეობისა და ბიზნესის დაგეგმარების ძირითად პრინციპებს, ისწავლიან შესაძლებლობების შეფასებას, პირველი ნაბიჯების სწორად დაგეგმვას და იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც იდეის განვითარებასა და რეალიზებაში დაეხმარებათ. ბიზნესის მოდულზე რეგისტრაცია 6 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)