|
2016-06-24 13:22:23, 817 ნახვა
პოლიტიკა
ვანო ჩხიკვაძე: ბრიტანეთის გასვლით გამოწვეული სკეპტიციზმი თავის გავლენას საქართველოზეც იქონიებს
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის შეფასებით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ შესაძლოა გავლენა სხვა ქვეყნებზეც იქონიოს და ევროპული კავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმი სხვა ქვეყნებშიც ჩატარდეს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით ის ქვეყნები იაქტიურებენ, სადაც ევროსკეპტიციზმი ისედაც მომძლავრებულია. ასეთ ქვეყნებად კი ნიდერლანდებს, ავსტრიას, უნგრეთსა და საფრანგეთს ასახელებს. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს გავლენას საქართველოზეც იქონიებს. „ძნელია სათქმელია არის თუ არა ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ევროკავშირზე დადებითად არ აისახება. ფაქტია, რომ ამით ევროსკეპტიკოსები წახალისდებიან. განსაკუთრებით იმ კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც ეს მიმართულება ისედაც მომძლავრებულია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას შესაძლოა „დომინოს პრინციპი“ ჰქონდეს. შესაძლოა ეს საკითხი რეფერენდუმზე გამოიტანოს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის ნიდერლანდებმა, უნგრეთმა, ავსტრიამ და საფრანგეთმა. რა თქმა უნდა, სკეპტიკოსები შვედეთში, დანიასა და იტალიაშიც არიან, მაგრამ განსაკუთრებულად ამ ოთხ ქვეყანაშია მომძლავრებული ევროსკეპტიკური მიმართულება“, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ. ევრომიმართულების სპეციალისტის შეფასებით, სკეპტიციზმი თავის გავლენას საქართველოზეც იქონიებს. „ეს საქართველოზეც აისახება. ის პარტიები, რომლებიც ევროკავშირს ეჭვის თვალით უყურებენ, სათქმელად ექნებათ ის, რომ მივდივართ იქით, რომლის მომავალიც ბუნდოვანია. ჩემი აზრით, ეს სკეპტიციზმი თავის როლს ითამაშებს“, - აღნიშნავს ექსპერტი. მისივე შეფასებით, ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილება სასიხარულო იყო რუსეთისა და პუტინისათვის. „რა თქმა უნდა, ეს პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. ის, რომ რუსეთს ევროკავშირის არსებობა ნერვებს უშლის, ეს ახალი არაა. შესაბამისად, ეს ძალიან სასიხარულო ამბავი იქნებოდა და ალბათ არის რუსეთისთვის. ევროკავშირ, როგორც წარმატებული პროექტი, წარმატებული ნამდვილად არ არის“, - განუცხადა ვანო ჩხიკვაძემ „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)