12:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 10:40:17, 639 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ვიმედოვნებ, LIBE-ს კომიტეტში ივლისში, ან სექტემბრის დასაწყისში, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო კენჭისყრა ჩატარდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ  საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ს კომიტეტი ივლისის თვეში, ან სექტემბრის  დასაწყისში საბოლოო კენჭისყრას ჩაატარებს.

ბაქრაძის თქმით, ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გააკეთეს, რაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოიხატა.

„ბოლო სამმა დღემ აჩვენა ძალიან პოზიტიური ტენდენცია ბევრი მიმართულებით.  პირველ რიგში ეს იყო ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილი საქართველოს სრულ მხარდაჭერაზე. იმედი  გვაქვს საბჭოს ფორმატებში, კორეტერში და შემდეგ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს კომიტეტებში  გარდაისახება საბოლოო მხარდაჭერა. რაც შეეხება, პარლამენტის მიმართულებით ჩვენ ვაფასებთ იმ ძალასხმევას, რომელიც მომხსენებელმა გამოიჩინა  საქართველოს მხარდასაჭერად 8 ივლისამდე არის პერიოდი, როდესაც შენიშვნები იქნება გათვალისწინებული.   იმედი გვაქვს, ივლისის თვეში, ან სექტემბრის დასაწყისში კომიტეტი საბოლოო კენჭისყრას ჩაატარებს“,-განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics