12:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 17:01:33, 614 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე  დემოკრატიულ რეფორმებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემის გაძლიერებას და მედიის თავისუფლებას.

მხარეებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს და საარჩევნო სუბიექტებისათვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს და  ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე ისაუბრა იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის  უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს, ვარშავის მოახლოებულ სამიტს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.

მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული  მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაზე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics