11:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-19 14:43:54, 749 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო უსკოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.  ცესკო-ს ინფორმაციით, შეხვედრებზე, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ორგანიზებაზე მსჯელობენ.

ორივე არჩევნებისთვის პროცესების ერთობლივი მართვისა და საქმიანობის კოორდინირების საკითხებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უსკოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. შეხვედრებში, ასევე მონაწილეობენ ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.

არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელი ტექნიკური საკითხები, საკანონმდებლო პროცედურები, არსებული საჭიროებები და გამოწვევები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ცესკოს ხელმძღვანელი პირები უსკოს თავმჯდომარესა და წევრებთან ერთად მსჯელობენ.

ცესკოსა და უსკოს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და მაღალკვალიფიციური არჩევნების ადმინისტრირების პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics