11:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 13:02:41, 644 ნახვა

პოლიტიკა
NDI: საპარლამენტო არჩევნებისთვის სახეზეა მნიშვნელოვანი, თუმცა გადალახვადი გამოწვევები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 8 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო კვლევას ახორციელებს, - ამის შესახებ NDI-ს დელეგაციის წარმომადგენლებმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენებს საქართველო არაერთი დემოკრატიული რესურსით აღჭურვილი ხვდება, მაგრამ სახეზეა მნიშვნელოვანი, თუმცა გადალახვადი გამოწვევებიც.

NDI-ს დელეგაციის წარმომადგენლის მაიკლ პოზნერის განცხადებით, წინასაარჩევნო ან არჩევნების შემდეგ ძირითადი პრობლემა შეიძლება იყოს ძალადობა და დაშინება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებში.

„ვისაუბრებთ თემებზე, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასა და დაშინებაზე. ძირითადი პრობლემა შეიძლება სწორედ ეს იყოს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებზე. შიში და მოლოდინი განპირობებულია ისტორიული ფაქტებით. ამ შიშს ამყარებს ახლახან მომხდარი ინციდენტი კორცხელში. ჩვენ შევხვდით იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ კორცხელში და ისინი სცემეს.

 ვნახეთ ვიდეოები, შევხვდით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სამთავრობო პირებმა განაცხადეს, რომ ეს იყო მიუღებელი“, - განაცხადა პოზნერმა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კორცხელში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არასაკმარისი რაოდენობით იყვნენ.

„ნამდვილად ცალსახაა, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ, რომ დაეცვათ ადამიანები. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები მთავრობისთვის. ასეთ სიტუაციაში სამართალდამცავები უნდა იყვნენ ბევრნი. ცალსახად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა უნდა დაგმოს ძალადობა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ქცევის და ეთიკის ნორმები შემუშავდეს“, - მაიკლ განაცხადა პოზნერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics