10:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 14:48:02, 704 ნახვა

პოლიტიკა
საპატრიარქო: სოფი ლორენი შეუძლოდ გახდა და დიდი ბოდიში შემოგვითვალა, რომ ილია მეორესთან შეხვედრაზე ვერ მოდიოდა

საქართველოს საპატრიარქოში სასაცილოს  უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფი ლორენმა ილია მეორესთან შეხვედრაზე უარი თქვა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, სოფი ლორენმა ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა, თუმცა შეუძლოდ გახდა და პატრიარქის სანახავად მისვლა ამიტომ ვეღარ შეძლო.

ამასთან, პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ სოფი ლორენმა პატრიარქი კონცერტზე ნახა:

"როგორც წესი, საპატრიარქოში ძალით ჩვენ არავინ მოგვყავს. ისინი თავად ითხოვენ ხოლმე პატრიარქთან შეხვედარს და ამ შემთხვევაში ინიშნება შეხვედრები. ახლაც ასე იყო. ქალბატონ სოფი ლორენს ჰქონდა სურვილი პატრიარქთან შეხვედრის და ამიტომ დაინიშნა შეხვედრა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან გადაღლილი იყო - რამდენადაც ვიცი, ტურბულენტულ ზონაში მოუწია ფრენა მთელი ორი საათის განმავლობაში და ამის გამო დაიძაბა და შეუძლოდ გრძნობდა თავს. ამიტომ ვერ შეძლო მოსვლა.

ჩვენ არასოდეს არავისთან არ ვითხოვთ შეხვედრას, აქეთ უთანხმდებიან პატრიარქს შეხვედრაზე, პირიქით არასოდეს ყოფილა. პატრიარქს რომ ჰქონოდა შეხვედრის სურვილი, ამ შემთხვევაში თავად მივიდოდა მასთან შესახვედრად. სოფი ლორენი დღეს, ოთხ საათზე, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ უნდა მოსულიყო საპატრიარქოში. თუმცა, რამდენადაც ვიცი, სოფი ლორენმა  პატრიარქი ნახა კონცერტზე", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics