|
2026-04-28 10:09:27, 2317 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის ოთხდღიან სახელმწიფო ვიზიტს იწყებს. ამის შესახებ Sky News იტყობინება. დედოფალ კამილასთან ერთად მეფე ვაშინგტონის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე დაეშვა. სამეფო ოჯახის წევრები თეთრ სახლში გაემგზავრებიან, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი, დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი დახვდებიან. ეს მეფე ჩარლზ III-ის პირველი ვიზიტია აშშ-ში მონარქის რანგში და ბრიტანელი მონარქის პირველი სახელმწიფო ვიზიტია 2007 წლის შემდეგ. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებთან, რათა ვაშინგტონის სასტუმროში სროლის შემდეგ მეფე ჩარლზ III-ის აშშ-ში ვიზიტი ორგანიზებულიყო. ტრამპმა განაცხადა, რომ მეფე „სრულიად უსაფრთხოდ“ იქნებოდა სახელმწიფო ვიზიტის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)