10:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 12:06:14, 577 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე "სტრატეგიული კვლევების ფონდში“ საქართველო-ევროკავშირის საზოგადოების პლატფორმის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის პირველ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ  დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმანტია და მისი განხორციელება შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე.

„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც უზრუნველყო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ასოცირების შეთანხმების ამოქმედების პირველი დღიდან. დღეს რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე და ჩვენ მივესალმებით იმ ოფიციალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელსაც ჰქვია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორმის საქართველოს პლატფორმის ასოცირების ჯგუფი“, რომელიც გაუწევს მონიტორინგს ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შესრულებას.

ის არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ჩართული იყვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი როლი, რომ მონაწილეობა მიიღონ მონიტორინგის პროცესში, რადგანაც ჩვენი საერთო მიზანია, წლის ბოლოს ყოველწლიურად წარმატებული წარვსდგეთ ევროპის წინაშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეხვედრას საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შეთანხმებით გათვალისწინებული  დებულებების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების  მონაწილეობასა და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი განვითარების მხარდაჭერას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics