|
2016-06-12 16:34:19, 558 ნახვა
საზოგადოება
12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნა
საქართველოში პირველად, შს სამინისტროს ინიციატივით, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა. ცერემონია ბათუმში ჩატარდა. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გიორგი მღებრიშვილმა გახსნა და მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა: „მოხარული ვარ, რომ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აღინიშნება მეხანძრე-მაშველის დღე. 2015 წლიდან, რაც აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოუერთდა, საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტომ 87 ათასამდე სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, ჩააქრო 20 ათასზე მეტი ხანძარი, რეაგირება მოახდინა 6500-ზე მეტ ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციაზე, გადაარჩინა და დახმარება გაუწია 3114 ადამიანს. მეხანძრე-მაშველის პროფესია - ეს არის უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. ვიცი, რომ თავს არ ზოგავთ, რათა თქვენი მისია წარმატებით შეასრულოთ და სხვათა გადასარჩენად, მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თავდადებისთვის!” - განაცხადა შს მინისტრმა. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველების ხსოვნას. როგორ გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შს სამინისტროს ინიციატივით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას 13 ივნისის სტიქიის ღამეს გმირულად დაღუპული მაშველის - ზურაბ მუზაშვილის სახელი დაერქმევა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელები პირადად გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა სააგენტოს პენსიაზე გასული თანამშრომლები განსაკუთრებული დამსახურებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონებით დააჯილდოვა. მეხანძრე-მაშველის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების პირადი შემადგენლობა ტექნიკითა და აღჭურვილობით წარსდგა. ღონისძიების დასასრულს ხმელეთსა და ზღვაზე სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება გაიმართა.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)