|
2016-06-10 16:58:20, 528 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, მწუხარება გამოთქვა დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მომავალში ასეთი ტიპის კატასტროფები თავიდან იქნას აცილებული. როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად, გახსნილი იყო სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. „გასული წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, ბიზნესსექტორმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უპრეცედენტო ერთიანობის მაგალითი აჩვენეს. პირველად გაკეთდა ისე, რომ თანხა ჯერ ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მობილიზებული იქნა 90 მილიონი, ხოლო შემდეგ, გადაეცა თბილისის ბიუჯეტს და შესაბამისად, დაფინანსდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. ასე რომ, სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხები, ასევე, ორგანიზება გაუკეთდა იმას, რომ შემოწირულობები, მათ შორის, კერძო შემოწირულობები შემოსულიყო ბიუჯეტში და უფრო გამჭვირვალედ დახარჯულიყო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. სამინისტრომ, ასევე, გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელთა მდგომარეობა და ყველა იმ გადამხდელს, რომელმაც ვერ მოახერხა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენა და გადასახადების გადახდა, მოუხსნა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები. ფინანსთა სამინისტრო, ასევე, აქტიურად იყო ჩართული დონორ ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესში, რათა პარტნიორების მხრიდან საქართველოს დროულად მიეღო დახმარება როგორც ფინანსური და ტექნიკური კუთხით, ასევე ექსპერტული მიმართულებით.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)