2016-04-22 15:46:22, 647 ნახვა
საზოგადოება
"აუდიტორია 115" წევრები აქციებს გეგმავენ
სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრები საპროტესტო აქციების დაწყებას სლოგანით "არა საპოლიციო რეჟიმს" აპირებენ.
სტუდენტები 25 აპრილს თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბებიან და მსვლელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლებენ.
მოძრაობის წევრები უმაღლეს სასწავლებელში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებენ და ძალოვანი უწყების მხრიდან დაშინების კონკრეტულ ფაქტებზე ლაპარაკობენ.
"აუდიტორია 115"-ის წევრები უნივერსიტეტის ახლად არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მოუწოდებენ, რექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან