2016-04-22 13:54:49, 557 ნახვა
საზოგადოება
ჟორდანიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დაიწყო
კრწანისის გამგეობამ, ზემო ფონიჭალაში, ჟორდანიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ კრწანისის რაიონის გამგეობიდან აცნობეს, ამორტიზებული წყალგაყვანილობის ქსელისა და უხარისხოდ მოწყობილი საფუძვლის გამო, აღნიშნულ გზაზე, წლების განმავლობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფერხდებოდა.
მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო გზის ახალი საფუძველი.
ასფალტის საფარი 1900 კვ.მ-ზე დაიგება. პროექტი მაისში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან