07:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 10:43:53, 561 ნახვა

საზოგადოება
უამინდობის გამო, თბილისის საგანაგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 90-მდე გამოძახება დაფიქსირდა

უამინდობის გამო, თბილისის საგანაგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 90-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად ხეების მოგლეჯის შემთხვევებს ეხებოდა.

გარდა ამისა, რამდენიმე უბანში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. ასევე იყო ავტომობილების დაზიანების შემთხვევებიც.

„80-90 შეტყობინება შემოვიდა. უმეტესობა შეეხებოდა ხეების მოტეხვას, იყო თუნუქის სახურავების ახდის შემთხვევებიც. ჩვენი ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

„რუსთავი 2“-ის ინფრომაციით ხეები დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და 5 დეკემბერის ქუჩაზეც არის მოტეხილი. დაზიანდა ავტომობილები. შემთხვევის დროს მძღოლები მანქანებში ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა განსაკუთრებულად ისანი-სამგორის რაიონი დააზარალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics