2016-04-22 10:01:50, 500 ნახვა
საზოგადოება
უამინდობას საქართველოს რეგიონებში პრობლემები არ შეუქმნია
უამინდობას საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მცირე პრობლემები იყო მხოლოდ რუსთავში, სადაც ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
უამინდობამ პრობლემები ძირითადად დედაქალაქ თბილისს შეუქმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ ღამით 90-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან