2016-04-22 10:48:28, 556 ნახვა
საზოგადოება
თბილისის აეროპორტში უამინდობის გამო, 4 რეისი გადაიდო
ძლიერი ქარის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გადაიდო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, არ შესრულდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი Turkish airlines-ის 3 რეისი, რაც თავად ავიაკომპანიის გადაწყვეტილება იყო, ერთი თვითმფრინავი კი, ძლიერი ქარის გამო აზერბაიჯანში, კერძოდ კი, განჯაში დაჯდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება გადადებული რეისები.
სტამბოლი-თბილისის რეისის გადადების გამო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. როგორც ზაქარეიშვილმა "რუსთავი2"-ს განუცხადა, რეისი თბილისში ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან