07:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 15:18:25, 575 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

„საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ  ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს ქართული სპორტის  ხმარდაჭერას.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  გავხდეთ კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას“, - განაცხადა ბახტაძემ.

მემორანდუმის თანახმად, ფინანსური მხარდაჭერა გაწეული იქნება საქართველოს კალათბურთის სუპერლიგის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. გარდა ეროვნული ნაკრებისა  მხარდაჭერა გავრცელდება 3 ასაკობრივ 16, 18 და 20 წლამდელთა  ნაკრებებზე.

„მხარდამხარ გამარჯვებისთვის“-საქართველოს რკინიგზა მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და მოუწოდებს გულშემატკივრებს უფრო მეტი ჩართულობისკენ. მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს კალათბურთის როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

მინისტრმა ქართული კალათბურთის წარმატებაზე ისაუბრა და  გაფორმებულ ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ს/ს „საქართველოს რკინიგზას“ სპორტის  სხვადასხვა სახეობების განვითარებაში დიდი ხანია საკუთარი წვლილი შეაქვს. სწორედ „საქართველოს რკინიგზა“ არის ერთ-ერთი ყველაზე  ტიტულოვანი სარაგბო კლუბ „ლოკომოტივისა“ და წყალბურთის კლუბ  „ლოკომოტივი“ გენერალური სპონსორი.

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics